„მორჩით ყაყანს! მოკლედ და კონკრეტულად!“ – 22 წლის გოგოს დედა, რომლის დაბადების დღეზე მოსკოვში ქართველი მომღერლები თბილისიდან ჩავიდნენ, საკმაოდ ხისტ მიმართვას ავრცელებს

June 25, 12:57
0
2324

სოციალურ ქსელში გავრცელდა  ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გუშინ, მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეზე იმღერეს.

ვიდეოში ჩანს, რომ სოსო პავლიაშვილთან ერთად სიმღერა „სამშობლოს“ მღერიან ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია. ასევე, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოსკოვში იმღერა მეგი გოგიტიძემაც.

იუბილარი ნია კოღუაშვილია. ის ქართველი „კანონიერი ქურდის“ ბადრი კოღუაშვილის (კუტაისკის) ქალიშვილია. დედა კი ცნობილი ქართველი მსახიობი, ენდი ძიძავაა. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვაც გამოაქვეყნა.

„მზად ვარ, ნებისმიერ ჟურნალისტთან გავაკეთო კომენტარი ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 22 წლის განმავლობაში მეორედ შეხვდა მამასთან ერთად! ნიას მამა მის დაბადებასაც არ დასწრებია… ყველა იქ მყოფი მომღერალი ოჯახის უახლოესია და შეწყვიტეთ მათზე ცილისწამება თანხების აღებასთან დაკავშირებით!

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ მჩვევია დამალვები. პასუხები ყოველთვის მაქვს კითხვებზე. აქ ვარ! მკითხეთ და გიპასუხებთ! იქამდე კი, კიდევ ერთხელ დავწერ. ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები. აქვთ ლხინის და ჭირის დღეები და მინიმუმ, ამ დღეებში უნდა ჰქონდეთ უფლება რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნების, თუმცა… გრუზ 200-ზე რომ ატყდება ხოლმე ამბავი, ამის მერე რა გინდა თქვა ადამიანმა?…

პ.ს. ტროლებს და ბოტებს ვთხოვ პირადში მომწერონ! დამჰაჰავებლებო, რა საყვარლები ხართ და რამდენი ხართ. უჰ, როგორ დილამდე ვიცინებდი თქვენთან ერთად.

პ.ს. და კიდევ, იმ პერსონების საყურადღებოდ, ჭკუას რომ მასწავლიან, სად უნდა ვიყო, სად არა, სად არ უნდა მოვაწყო „ღრეობა“ და ა.შ. ღმერთო ჩემო, ეეჰ, რას არ მოესწრება ადამიანი… იმ წვეულებაზე არ ვყოფილვარ! და მორჩით ყაყანას! მოკლედ და კონკრეტულად!“ – დაწერა ენდი ძიძავამ.

Cesko