ვითარება ელვისებურად შეიცვალა: პრიგოჟინი შებრუნდა და უკრაინისკენ მიემართება- ლუკაშენკოს მოლაპარაკებებმა(პუტინის დავალებით) პრიგოჟინთან შედეგი გამოიღო

0
2958
26 Views

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ლუკაშენკომ, პუტინის თანხმობით, “ვაგნერის” ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებები გამართა, რომლებიც 1 დღე გაგრძელდა.

როგორც პრესსამსახური წერს, პრიგოჟინი დათანხმდა ლუკაშენკოს შეთავაზებას დაიწყოს მოლაპარაკებები და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩეროს.

პრესსამსახურის განცხადებით, პრიგოჟინი ასევე მზად არის გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისკენ.

მათივე ცნობით, დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში, რომელიც ლუკაშენკომ წარადგინა, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლებისთვისაც.

“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” – განაცხადა პრიგოჟინმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს ევგენი პრიგოჟინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დეტალები გააცნო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში წავა.

მისივე განმარტებით, დაჯგუფების წევრების დევნა არ მოხდება. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.

 

ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

Cesko