“ღმერთო რა დამაძინებს! პირველი შეტაკება ვაგნერსა და როსგვარდიას შორის, კოლონამ განაგრძო მოძრაობა მოსკოვისკენ” – რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი

0
374
26 Views

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“ღმერთო რა დამაძინებს!!!

მე რომ ვენდობი ისეთი უკრაინული წყარო იუწყება, რომ ამ
წუთებში, როსტოვ-მოსკოვის გზატკეცილზე, კაზაკთა ბანაკების დასახლების მიდამოში, მოხდა პირველი შეტაკება მოსკოვისკენ მოძრავ ვაგნერის დანაყოფსა და რუსეთის გვარდიის ნაწილებს შორის.

შეტაკების შედეგად ეროვნული გვარდია გაიქცა, დატოვა იარაღი და რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო ვაგნერის კოლონამ დიმიტრი უტკინის მეთაურობით განაგრძო მოძრაობა მოსკოვისკენ.”

Cesko