სად წყდება საქართველოს ბედი: “სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ ვიცოდი”- ვიოლა ფონ კრამონი

0
2812
19 Views

როგორც ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „მთავარ არხს” განუცხადა, სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ ვიცოდი. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.

„პირველ რიგში გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.

ნამდვილად კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ და კომისია ამჯერად შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს”, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.

Cesko