“სიცოცხლე კი არ მინდა, მაგრამ.. ჩემი ირაკლის ჩამოსვლამდე მაცოცხლა…” – ექიმის სულისშემძვრელი წერილი

0
6564
28 Views

ექიმი, დათო შერვაშიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ გზავნილს ავრცელებს:

“ზოგი პაციენტი ამბობს:
– სიცოცხლე კი არ მინდა, მაგრამ,
– ჩემი შვილიშვილის სკოლაში შესვლას მოვესწრებოდე და მეტს აღარ დავეძებ….
– ჩემი თამრიკოს გათხოვებას მოვესწრებოდე…..
– ჩემი ელგუჯას ცოლის მოყვანას მომასწრო….
– ჩემი ლევანის სკოლის დამთავრებამდე მაცოცხლა….
-.ჩემი ნუციკოს უმაღლესში მოწყობას მოვესწრებოდე…
-.ჩემი ნოდარის შვილი მანახა….
– ჩემი ირაკლის ჩამოსვლამდე მაცოცხლა…
– ჩემი….
თითქოს და რცხვენიათ იმისა, რომ სიცოცხლე უნდათ, არ ეთმობათ და მიზეზებს ასახელებენ და დიახ, რომ სწორედ ამ მიზეზებით, ამ წმინდა ძაფებით ვართ ჩაჭიდებული სიცოცხლეს და ამიტომაც გავურბივართ სიკვდილს, რომელიც ადრეთუ გვიან ყველას წამოგვეწევა……

მე მესმის ჩემი პაციენტების გულის სიღრმიდან მათ სიტყვებს ამოფარებული ჩუმი, ყურისთვის ძნელად აღსაქმელი ამოძახილი – ,,მიშველე” და ღმერთს ვთხოვ, მომცეს ის, რაც მინდა გადავცე მათ….

Cesko