„ავა­რია ავა­რი­აა, მაგ­რამ ასე­თი სი­სას­ტი­კე არა­ფე­რი მსმე­ნია. ცე­ცხლში და­იწ­ვა ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო“ – ვინ აღმოჩნდა 20 წლის გოგონა, რომელიც მცხეთასთან კედელს შეჯახებულ და შემდეგ აფეთქებულ მანქანაში დაიღუპა?

0
4314
139 Views

რამდენიმე საათის წინ მცხე­თას­თან მოხმდარ ავა­რი­ას ერთი ადამიანი ემსხვერ­პლა, სამი კი – და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, კე­დელს შე­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მან­ქა­ნა აფეთ­ქდა.

და­ღუ­პუ­ლი 20 წლის თიკო მურ­ჯიკ­ნე­ლია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინფორმაციას თი­კოს ახ­ლო­ბე­ლი ნინი გი­ორ­გა­ძე აქ­ვეყ­ნებს:

“დღეს კი­დევ 20 წლის ახალ­გაზ­რდა სი­ცო­ცხლით­სავ­სე გოგო შე­ე­წი­რა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას. გუ­შინ მე­სა­უბ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლით სავ­სე, დღეს არ არის. აი, რა დო­ნის უსა­მარ­თლოა სამ­ყა­რო ასე რო­გორ გა­ი­მე­ტე უფა­ლო, რომ დე­დამ ცხე­და­რი რომ ვერ და­ი­ტი­როს.

ავა­რია ავა­რი­აა, მაგ­რამ ასე­თი სი­სას­ტი­კე არა­ფე­რი მსმე­ნია. ცე­ცხლში რომ და­იწ­ვა ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო. თინი, ნა­თელ­ში იყა­ვი ან­გე­ლო­ზო თურ­მე სამ დღე­ში იუ­ბი­ლა­რი იყა­ვი და ახლა ყვე­ლა ტი­რის შენს სა­ხელს პა­ტა­რავ. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს მწუ­ხა­რე­ბას სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ეს დიდი ტრა­გე­დი­აა. ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ სიჩ­ქა­რეს, ია­რეთ ნელა, სიფრ­თხი­ლე ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­სა­ვა­ლია გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს” – წერს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი.

ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან:

“დაჯერება არ შემიძლია
სულიმეწვის ისე მენანები?
რაძალიან დიდი ტკივილი ხარ?
ნათელში იყოს შენი სული, უფალს ებარებოდე ?”

“ღმერთო რა სიმწარეა როგორ მეტკინა გული ყველაფერი გამიახლდა გასკდა გული აღარშემიძლია”

“ღმერთო რა ჭკუაზე უნდა დარჩეს მისი პატრონი?????უფალს ებარებოდე ანგელოზო?”

ახლახანს, მცხეთასთან, მანქანა ჯერ კედელს შეასკდა, მერე აფეთქდა! – არის დაღუპულიც და არიან დაშავებულებიც…

Cesko