ძაღლი ყოველი გასეირნებისას ერთსა და იმავე საკანალიზაციო არხთან ჩერდებოდა და შიგნით დაჟინებით იყურებოდა. მის პატრონს წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ აკეთებდა ამას.
ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც კანალიზაციას თავსახური ახადეს. თუმცა, ისტორიის მოყოლა თავიდან დავიწყოთ:
ერთ პატარა ქალაქში ლამაზი და ჭკვიანი ოვჩარკა ცხოვრობდა – სახელად აქსელი. ის ძალიან დამჯერე და ერთგული ძაღლი იყო. როცა ქუჩაში მიასეირნებდნენ, ხალხი ხშირად აჩერებდა და ეფერებოდა. მაგრამ ერთ დღესაც, უცნაური მიზეზით, ეს მშვიდი და უხმაურო გასეირნებები წარსულს ჩაბარდა.
ერთხელ, როცა პატრონი, ირინა ძაღლს ასეირნებდა, აქსელი მოულოდნელად მაღაზიის წინ გაჩერდა, ყმული დაიწყო და მთელი ყურადღება საკანალიზაციო მილისმენ გადაიტანა. ცხოველი ისეთ ხმაზე ყმუოდა, რომ მის სიახლოვეს ხალხს ეშინოდა კიდეც გავლა. ირინას არ ესმოდა, რატომ იქცეოდა მისი გერმანული ნაგაზი ასე უცნაურად. ის პატრონს არ მიყვებოდა და განუწყვეტლივ საკანალიზაციო ხუფს ჩაჰყურებდა. ძაღლის იქედან გაყვანის მრავალი მცდელობის შემდეგ, აქსელი როგორც იქნა, დამორჩილდა პატრონს და გოგონას გაჰყვა.
დანარჩენი იხილეთ ვიდეოზე: