მარიამ ლაშხი: შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ 12 რეკომენდაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან პირნათლად შესრულდა

0
257
25 Views

შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ 12 რეკომენდაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან პირნათლად შესრულდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„იგეგმება მოსახლეობასთან კიდევ უფრო მეტად ინტენსიური კომუნიკაცია იმისთვის, რომ ნათლად დაინახონ, რა იყო რეკომენდაციები და რა იყო გეგმა, ასევე თუ როგორ შესრულდა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები და იმედი გვაქვს, რომ წელს არ დაიჩაგრება საქართველო და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ლაშხმა.

Cesko