ქმრის გარდაცვალების შემდეგ დიანა ღურწკაიამ მოსკოვი დატოვა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია news.rambler.ru ავრცელებს.
მომღერალი მეუღლის დაკარგვის შემდეგ ძალიან ცუდად არის. ახლობლების თქმით, ღურწკაია მძიმე მორალურ მდგომარეობაშია. როგორც რუსული მედია წერს, დიანა მოსკოვიდან წაიყვანეს. ახლობლებმა დაარწმუნეს, რომ მას დროებით ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.
ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნებისას კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ღურწკაიას ქმარი ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე დიანა ფეხზე ძლივს იდგა. იგი, პრაქტიკულად, არავისთან კონტაქტობდა, არ გაუკეთებია კომენტარი მედიასთან.