“წყვილი ბინაში წაიყვანა:16 წლის ბიჭი გააუპატიურა, 15 წლის გოგონასთან კი გარყვნილი ქმედება ჩაიდინა…” – ბათუმში შემზარავი დანაშაული მოხდა

0
9649
26 Views

შემზარავი დანაშაული ბათუმში – 40 წლისა კაცს პოლიცია ერთი არასრულწოვანი ბიჭის გაუპატურებას, ხოლო მეორე არასრუწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება.

იგი დაკავებულია და ბათუმის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა დახაურული იყო, რადგან საქმე არასრუწლოვნებს ეხება. ბრალდებული დუმილის უფოლებას იყენებს. მისი ადვოკატი მედიასთან არ კონტაქტობს. ჟურნალისტებთან კონტაქტი არ სურთ დაზარალებული ბავშვების ოჯახის წევრებსაც. არასრუწლოვნებთან კი სოციალური სამსახურის მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ ბათუმში მოხდა. 16 წლის გოგონა და 15 წლის ბიჭი ჯავახიშვილის ქუჩაზე სეირნობდნენ, როდესაც მათ 40 წლის მამაკაცი გამოელაპარაკა და ბავშვები დაარწმუნა, რომ მასთან ერთად წასულიყვნენ. მან არასრუწლოვნები ერთ-ერთ ბინაში მიიყვანა, სადაც ბიჭის გაუპატიურების შემდეგ, გოგონაზე გარყვნილი ქმედება განახორციელა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„რაც გავიგეთ ის არის, რომ ბავშვები ქუჩაში სასეირნოდ გამოსულან. პარკში ისხდნენ, როცა მათთან მამაკაცი მივიდა  და გამოელაპარაკ. ბავშვებს დაუმეგობრდა, ნდობაში შევიდა და სახლში წაიყვანა. სავარაუდოდ, კონსპირაციული ბინა, სადაც არაა გამორიცხული სხვა ბავშვებიც მიჰყავდა. შესაძლოა მსგავსი დანაშაული კიდევ აქვს ჩადენილი, რომელსაც ბავშვები არ ამხელენ.

ბავშვებზე იძალადა, ბიჭი გააუპატიურა და გოგონაზე გარყვნილი ქმედება განახორციელაო. ბავშვებმა ამოიცნეს და პოლიციამ სახლშივე დააკავა. უმძიმეს მდგომარეობაში არიან და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ“, – ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

წყარო: “რეზონანსი”

Cesko