ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს: თქვენი უპასუხისმგებლო საქციელით იმხელა ნეგატიურ უკუკავშირს იღებთ – საერთოდ ფიქრობენ თქვენი უფროსები მაგაზე?

0
1368
20 Views

„ხალხის ძალის “ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში „Postv“-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღინიშნა, რომ

გირჩის “ტრენინგის” მონაწილეებს თბილისში დასაბრუნებლად ტრანსპორტი ამერიკის საელჩომ გაუგზავნა.

ქადაგიძე აღნიშნავს, აშშ-ს ელჩი ერევა შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში, რაც თუნდაც ექსტრემისტ გირჩი ჯაფარიძის ორგანიზაციის ტრანსპორტით მომსახურებაში გამოჩნდა.

„ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ: მუხლი 41.

1.თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

„აკერმანის ტრენინგების დაფინანსება, ექსტრემისტი გირჩი ჯაფარიძის ორგანიზაციის ტრანსპორტით მომსახურება, ორაზროვანი განცხადებები და პირდაპირი წახალისება რადიკალიზმის…

ქალბატონო კელი, რაღა დარჩა საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა, ამერიკის ფლოტმა მიიტანოს იერიშები სახელმწიფო სტრუქტურებზე თუ „მწვანე ბერეტების“დესანტი უნდა გადმოისხას დიღმის ტერიტორიაზე? ძალიან ზედმეტი მოგდით და საქართველო ბამბის პლანტაციაში არ აგერიოთ!

თქვენი უპასუხისმგებლო საქციელით, იმხელა ნეგატიურ უკუკავშირს იღებთ – საერთოდ ფიქრობენ თქვენი უფროსები მაგაზე?! თუ ახლა, პოლიტიკური კონიუნქტურა ასეთია და ნაკლებად გადარდებთ ქართველი ხალხის განწყობები“?! – წერს ქადაგიძე.

გირჩის “ტრენინგის” მონაწილეებს თბილისში დასაბრუნებლად ტრანსპორტი ამერიკის საელჩომ გაუგზავნა (ვიდეო)

Cesko