15 წლის გოგოს იძულებით ათხოვებდნენ – დაკავებულია მამა და სასიძო

June 15, 11:26
0
281

მარნეულში 15 წლის გოგოს ოჯახი იძულებით ათხოვებდა. მოზარდის ნიშნობის ორგანიზატორი მამიდა იყო, რის შემდეგაც სასიძომ გოგოს სკოლაში სიარული აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

თავად არასრულწლოვანს ზრდასრულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა, რის გამოც ის მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. “რუსთავი2-ის” ინფორმაციით, მამა გოგოს ხშირად სცემდა და სთხოვდა, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ექორწინა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიციამ დააკავა მოზარდის მამა და სასიძო. არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს გოგონას მამიდასაც.

Cesko