“თურმე ლაზარეს პოლიციელი ცოცხლად დასაწვავად რომ არ გაემეტებინა, საბოლოოდ დავკარგავდით ევროპას” – ირაკლი ჯანყარაშვილი

0
911
23 Views

ბოკერიას ცოლი ევროპული მომავალის სადარაჯოზე.

აი ეს არის “სკეტჩიც” “კავეენიც” “ცირკიც და მასხარაობაც”.

_ იგივე ხელწერა, იგივე რიტორიკა და რა თქმა უნდა ძალადობის, ისეთივე სურვილი როგორიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააჩნდათ.

_ როგორც არ გათეთრდება ყორანი, ისე ვერასდროს გამოსწორდებიან “კოლექტიური ჩერგოლეიშვილები, ბოკერიები გრიგორიადისები,”.

რა თქმა უნდა, თუ ისინი, კანონის სრული სიმკაცრით არ აგებენ პასუხს.

_ სიგიჟის ვარსკვლავებს ეპოტინებიან და ყოველჯერზე ახალ – ახალს წყვეტენ.

ასეთი ვარსკვლავი ჩამოწყვიტა წუხელ, “ჩერგომ”, როცა “ჭუტა-ვიზიას” ეთერიდან მოგვახსენა, რომ თურმე ევროპულ მომავალს გვართმევდა ირაკლი ღარიბაშვილი, და ლაზარეს პოლიციელი ცოცხლად დასაწვავად, რომ არ გაემეტებინა საბოლოოდ დავკარგავდით ევროპას…

და აი როცა, გიგა ბოკერია იყო ხელისუფლებაში საქართველოში სრულად ევროპელები ვიყავით.

მმართველობაც ასეთივე ევროპული გვქონდა.

ევროპულად, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, არბევდნენ, კლავდნენ, ართმევდნენ და ევროპული სტანდარტებითაც ჩააბარას კოდორი და ახალგორი.

დღესაც ევროპულად გაიმეტეს, ვიღაცის მამა, ვიღაცის შვილი, ვიღაცის მეგობარი ან ძმა…

ცოცხლად დასაწვავად.

ირაკლი ჯანყარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

წყარო: publicist.ge

Cesko