“რეალურად, ბრძოლა რუსეთ-უკრაინას შორის კი არ მიდის, არამედ ჩვენ ადამიანებად დარჩენისთვის ვიბრძვით” – მაია ნიკოლეიშვილი

0
2189
20 Views

გვესაუბრება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ანალიტიკოსი
მაია ნიკოლეიშვილი:

_ ქალბატონო მაია, ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლა, სადაც მთავარი თემა _ ღმერთი, სამშობლო და ოჯახი იყო, ევროპამ დაგმო…
_ სამაგიეროდ, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. დასავლეთი, ამერიკა ასე თუ წუხან, თავადაც მოგვცენ უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენებიც დაგვინიშნონ.

თავდაუბანელი ევროპელები გამოდიან და თითს გვიქნევენ. ასეთი ევროპელების გვერდით ადგილი ნამდვილად არ გვინდა. ისინი ყველაფერ ნორმალურს ებრძვიან და ადამიანური საწყისის განულებაზე მუშაობენ, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად აკეთებენ. წარმოიდგინეთ, კაცი ამბობს: მე თავს ინვალიდ ქალად ვგრძნობო და ეტლში ზის. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და მკურნალობა სჭირდება. მათ არაფერი აინტერესებთ, არც ოჯახი, არც სამშობლო, არც გენდერი, გაიძახიან: დედაც და მამაც კაცები უნდა იყვნენო. სარწმუნოება ევროპაში პირველმა ფროიდმა შეარყია. სწორედ მაშინ მივიღეთ ნამდვილი სექსუალური რევოლუცია _ ჰიპების მოძრაობა. ფროიდს თავისი კომპლექსები ჰქონდა. იგი ებრაელად დაიბადა შუაგულ ევროპაში. ებრაელი ტროტუარზე რომ მოდიოდა, თუ ევროპელს შეხვდებოდა, გზიდან უნდა გადასულიყო და თვალებში არ უნდა შეეხედა. ეს არც ისე დიდი ხნის წინათ, ფაშიზმამდე იყო.

ფროიდმა ახალი რელიგია _ ფსიქოანალიზი, ანუ რელიგიის გარეშე ცხოვრება შექმნა. დღეს ძირითადი კომპლექსები, რითაც ბავშვობის ტრავმები იმართება, ფროიდის ფსიქოანალიზით შეგვიძლია ავხსნათ _ ოიდიპოსის, ელექტრას კომპლექსი და ა.შ. მაგრამ ბავშვს დედაც კაცი რომ ჰყავს და მამაც, ეს ნიშნავს, რომ ფროიდიც მოკვდა და მისი ფსიქოანალიზიც. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რა მოჰყვება ამ ყველაფერს? ვინ იტვირთავს ფსიქოლოგის როლს _ მოძღვარი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს.

თავდაპირველად ქურუმი იყო, მერე მოძღვარი, ბუდისტი ბერები, სენსეი და ა.შ. ფრიოდმა კი გადატრიალება მოახდინა. შედეგად, ადამიანების გარკვეული ნაწილი, ვისაც ეკლესიასთან პრობლემა ჰქონდა, ახალ სარწმუნოებას მიემხრო. მით უფრო, რომ ამ გარემოებას დიდი ცეცხლი შეუნთო ნიცშემ, რომელმაც თქვა: ღმერთი მოკვდაო. ღმერთი მოკვდა და ფსიქოანალიზიც შემოვიდა. ახალი ეპოქა დაიწყო. მაგრამ დღეს სხვა უკიდურესობა მივიღეთ, გვეუბნებიან: დედა ქალი არ არის, მამა _კაცი არ არის, არამედ გეყოლებათ ნომერი პირველი და ნომერი მეორე მშობელიო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ახალი კომპლექსები წამოვა?! მათ ავტოაგრესიები, დანაშაულიც მოჰყვება. წარმოდეგნაც კი არ გვაქვს, რა ფსიქოლოგიურ ჯუნგლებში შევდივართ. ელემენტარულად, ოჯახში, სადაც დედ-მამას შორის კონფლიქტური სიტუაციაა, ბავშვი ტრავმირებული იზრდება. შესაძლოა, მერე ასეთი დაჩაგრული ბავშვი, მოძალადე გახდეს.

ასე ხშირად ხდება, რაც ჩვენ წინა ხელისუფლების მაგალითზეც ვიხილეთ _ დაჩმორებული, დაჩაგრული ბავშვები მოძალადე ხელისუფალნი გახდნენ. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი სწორედ ძალადობაზე იყო აგებული. ამას ფსიქოლოგიაში თავისი ახსნა აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ, მიშას ორივე მშობელი კაცი რომ ყოფილიყო და მისთვის საავადმყოფოში სუპები დედას _კაცს მიჰქონდეს. თევზაძისა და ბერძენიშვილის ნათქვამი გამართლდებოდა და მართლა კანიბალიზმს მივიღებდით. სხვათა შორის, ფროიდამდე და ნიცშემდე დოსტოევსკიმ თავის ნაწარმოებებში ყველა კომპლექსი გახსნა. იგი შეუდარებელია.

ახლა ლაშა ბუღაძე დაწერს და გახსნის იმ კომპლექსებს, რაც კაცისა და კაცის, ან ქალისა და ქალის გაზრდილ შვილს ექნება?! ამ საკითხზე დისკუსია არსად მომისმენია, არადა, ფსიქოლოგები განგაშს უნდა ტეხდნენ. ეს სერიოზული პრობლემაა, რის წინაშეც კაცობრიობა მალე დადგება. უამრავი რამ არის გასათვალსწინებელი. სიყრმის შვილი სულ სხვაა და ასაკში გაჩენილი _ სხვა. ბავშვებს იმის გადატანაც კი უჭირთ, როცა სკოლაში ჭაღარა მშობელი აკითხავთ. მათთვის ეს მტკივნეული ტრავმაა. წარმოიდგინეთ, რა ტრავმა განუვითარდება, როცა ამხანაგს სკოლაში დედ-მამა მიაკითხავს, მას კი ორი კაცი, ან ორი ქალი მშობელი! ვინ და როგორ მოახერხებს, რომ ეს ბავშვმა უმტკივნეულოდ აღიქვას. ამას ვერავინ შეძლებს. მაშინ დედმამიანი ბავშვები უნდა გაანადგურო, მოსპო, აღარ უნდა არსებობდენ. თორემ ათ ბავშვს თუ ნორმალურმა მშობლებმა მოაკითხა და თუნდაც ერთს _ კაცებმა, მას უკვე კითხვის ნიშნები დაებადება. ან თუნდაც, გარდატეხის ასაკში, ბავშვს დედა _ კაცი რომ ეყოლება, რა პრობლემები წამოვა, ხვდებით?! თავს იჩენს მკვლელობები, აგრესია და ა.შ.

საინტერესო კიდევ იცით რა არის? _ ადამიანური საწყისის განულებას ლიბერალიზმი დაერქვა, ხოლო ნორმალურობას _ კონსერვატიზმი. ეს კონსერვატიზმი კი არა, ჩვეულებრივი ნორმალურობაა. ამას რატომღაც კონსერვატიულ ღირებულებებს არქმევენ, სინამდვილეში, ეს ადამიანის ყოფიერების ანბანური ჭეშმარიტებაა, რაც ნებისმიერი მიმდინარეობის მიღმაა.

_ წეღან ლიბერალიზმი ახსენეთ. ფსევდოლიბერალებმა განაცხადეს: ილია ლიბერალი იყო, ჩვენც ლიბერალები ვართ და თქვენ ვინღა ხართო?

_ მათ დიდი გზის გავლა მოუწევთ, ოდესმე ილია ჭავჭავაძემდე რომ მივიდნენ. მათ საკუთარი პოლიტიკური აზრი არ გააჩნიათ, დამკვეთებისგან დაგეშილი, პროფესიული მავნებლები, დესტრუქციის მოწყობისკენ მიმართული ადამიანები არიან, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ. ამ უსამშობლოებისთვის ეს შეგრძნება აბსოლუტურად უცხოა. ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს: არ გავცვლი სალსა კლდეებსა, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა. დღეს ცივილიზაციათა ომი ნორმალურობასა და არანორმალურობას შორის მიდის. ამ შემთხვევაშიც, პროცესები ძალიან საინტერესოდ განვითარდება. თავის დროზე ნიცშემ ღმერთი, ზე-ადამიანი მოკლა, ფროიდმა, ფაქტობრივად, ეკლესიას მრევლი წაართვა, დღეს რა იქნება? _ ამაზე პასუხი არ მაქვს.

_ მას მერე, რაც ღარიბაშვილმა ოჯახზე, სამშობლოზე, დედისა და მამის მნიშვნელობაზე უნგრეთში ისაუბრა, ამ ლიბერალებმა განაცხადეს, რომ თავად ილიას, ვაჟას და ქაქუცას მხარეს დგანან, ჩვენ კი ქართველობაზე, ეროვნულობაზე საუბრის უფლება თურმე არ გვაქვს…
_ არცერთი მათგანი არც ქაქუცას პიროვნებას იცნობს, არც ილიას და არც ვაჟას. კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა: თუ გინდა, ადამიანი გაამწარო, ის დააბრალე, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვისო. რასაც დიდი კონსტანტინე ამბობდა, ყველაფერი დალასის დოქტრინაში წერია. მარო მაყაშვილის პორტრეტს კი იპრინტავენ მაისურზე, მაგრამ განა რამე სმენიათ ამ გმირის შესახებ?! მათ, უბრალოდ, ეს სჭირდებათ. ეს მხოლოდ მიმიკრიაა. იგივე ვაჟას, ილიას ზურგს ამოფარება, უბრალოდ, მიმიკრიაა, რათა ადვილად შეძვრნენ იქ, სადაც ფეისკონტროლია დაწესებული და მათ თავიანთი რეალური ხედვებით არ მიიღებენ. გადარჩენის გამო იღებენ კუნძის, ფოთლის ფერს. ეს არის მათი აკაკიც, ვაჟაც, ილიაც, შოთაც და გალაკტიონიც. მაგრამ როცა მიხვდება, რომ ფოთოლზე დამსგავსებით უკვე გადარჩა, მერე დადგება და ერეკლე მეფეს გაგილანძღავს, მის შთამომავლებს კი იდიოტებს უწოდებს. ასევე, გვეტყვის: თქვენ კანიბალები იყავით, მე _ არა, მე კოსმოსიდან ვარ მოსულიო. თუ ქართველები კანიბალები არიან, ე.ი. ისიც კანიბალების შთამომავალია, მაგრამ არა! _ თავად საკუთარ თავს ასე არ მიიჩნევს. ის გადარჩა, მიმიკრია გამოიყენა, მერე ადგა და გაგილანძღა ილია, ვაჟა, შოთა. დაიბრალე ნებისმიერი რამ, ოღონდ გადარჩე, აი ეს არის. იმ მომენტში გაძვრება სამშვიდობოს, შემოგიბრუნდება და სიწმინდეებს, ყველაფერს დაგიმარხავს, გაგინადგურებს. უბედურება ისაა, რომ მათი ადეპტები ვერც კი ხვდებიან, ესენი რას ლაპარაკობენ. ბევრი მანიპულაციის მსხვერპლი, ზომბირებულია, გაიძახიან: ომი გინდა, დედა დედაა, მამა მამაა და ამაზე ღლიცინებენ. დედა ქალია და მამა კაცია _ ესაა ნორმალურობა. ამ თემაზე რომ გაიცინებს ადამიანი, მას უკვე რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს. ის შეიძლება თვითონ პროპაგანდისტია, მაგრამ თავადვეა ამისი მსხვერპლი. თავის წვენში იხარშება, მასთან ლოგიკური საუბარი შეუძლებელია, რადგან იგი ზომბირებულია და მორჩა. ჟურნალისტების უმეტესობამ თვითზომბირება მოახდინა. უბედურებაც ესაა _ სხვას არწმუნებდნენ და თავად დაიჯერეს. ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს ახალი ფსიქოლოგიაა, რაც ყველაზე საინტერესოა.

დასკვნის სახით ვიკითხოთ: საით მიდის ევროპა? ევროპაში იმართება ბაზრობა, სადაც გეი-წყვილებს შეუძლიათ, ბავშვი აიყვანონ. ბავშვს არჩევანი არ აქვს, ისე ხვდება ორ კაცთან. მერე რა ხდება? გეი-წყვილის აღზრდილი ბიჭი როგორ წარმოგიდგენიათ! როცა ბავშვი დედ-მამის სქესობრივ კავშირს შეესწრება, მან ეს შეიძლება ძალადობად აღიქვას და როცა მშობლებად ორ გეი-კაცს უყურებს, მისი ფსიქო-სექსუალური განვითარების ეტაპები როგორი იქნება, ვინმემ იცის?! ამაზე კითხვაც არ ისმის. ეს საკითხი მიჩუმათებულია. ეს დისკუსი ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. ველოსიპედს ვიგონებთ და კითხვა არ გვიჩნდება.

ჰიპოთეტურად ვამბობ: შეიძლება ჩინეთის დიდი კედლის მსგავსი გაივლოს ნორმალურ ცივილიზაციასა და ზომბებს შორის. ალბათ, რეზერვაციის ტიპის დასახლებებში სულ სხვა ადამიანები იქნებიან, რომლებიც აქეთ არ უნდა მოხვდნენ. მოდი, ბოლომდე ვიყოთ აქეთ _ ადამიანურობისკენ. დღეს ხომ ამისთვის ვიბრძვით. რეალურად, ბრძოლა რუსეთ-უკრაინას შორის კი არ მიდის, არამედ ჩვენ ადამიანებად დარჩენისთვის ვიბრძვით. ხელისუფლება დღეს ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვის. დიახ, ერთად ვიბრძვით, რათა ადამიანებად დავრჩეთ. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, ეს საბრძოლველი გაგვიხდა. საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ.

თამარ შველიძე
555 23 28 24

Cesko