25 Views
„ამ ნაკაცარმა არ დაახანა, ეგრევე შეუდგა დავალების შესრულებას“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნების“ მიზანია, ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული რეჟიმის გამყარება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გიორგი გახარიამ მისი პატრონებისგან ახალი დავალება მიიღო და მის შესრულებას შეუდგა.
„მელიას ხურდაც გამოჩნდა… აბა თუ მიხვდებით, რა დავალება მიიღო ღალატის ფორმულამ? კანონპროექტის საგნობრივი განხილვა არ დაიწყოთ და მთავარია, ბიძინა ივანიშვილს მოარგოთ „ნარატივიო“… ჰოდა ამ ნაკაცარმაც არ დაახანა, ეგრევე შეუდგა დავალების შესრულებას … მიდი გიო, არ გაჩერდე და არავის დაუთმო ვირთხების რბოლა…“ – წერს ქადაგიძე.