ევროპული საქართველო და დავით კეზერაშვილის ფული – სუსის ფაილები

0
1218
21 Views

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის სამმართველოს ფაილები  ინტერნეტსივრცეში ორი წლის წინ გამოჩნდა. ოფიციალური ვერსიით, პირმა რომელმაც ეს ფაილები სუსის არქივებიდან გამოიტანა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ სუსის ფაილების სკანდალი ისევ გრძელდება  ქრონიკა + – ის  მთავარ რედაქტორს რელიგიის ფაილებთან ერთად სუსის მეორე პოლიტიკური სამმართველოს რამდენიმე ფაილიც გამოუგზავნეს.

ამჯერად, ოპერატიული ცნობა „ევროპული საქართველოსა“ და თავდაცვის ყოფილი მინისტრის  დავით კეზერაშვილის ფინანსურ ურთიერობებს და საქართველოში არალეგალური ფულის შემოტანის გზებს ეხება.

 

ცნობა

პირად კონტაქტ ა.ვ.- სთან შეხვედრის შესახებ

მიმდინარე წლის 16 ივლისს  ოპერთანამშრომელს შეხვედრა ქონდა პირად კონტაქტ ა.ვ-სთან. შეხვედრისას წყარომ გვაცნობა რომ პოლიტიკურ პარტია “ევროპულ საქართველოს“ ვარკეთილის დასახლების საარჩევნო შტაბის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც მაისის თვეში ჩაატარეს  ე.წ. კარდაკარ გამოკითხვა, აქვს 8400 ლარის სახელფასო დავალიანება.

აღნიშნული სახელფასო დავალიანების შესახებ წყარო ესაუბრა პარტიის სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დათო ჟღენტს, რომელმაც განუმარტა რომ ამ მომენტისათვის პარტია განიცდის ფინანსურ კრიზისს, თუმცა დავალიანებას დაფარავენ უახლოეს მომავალში.

დ.ჟღენტმა  ასევე განუმარტა, რომ მათ პარტიას წინასაარჩევნოდ დააფინანსებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, მაგრამ ამ მომენტისათვის პრობლემას წარმოადგენს  თანხის საქართველოში შემოტანა, დ. ჟღენტის თქმით პარტიის წევრები დ. კეზერაშვილის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში  გადარიცხულ თანხებს საქართველოში შემოიტანენ პერიოდულად 10 000 დოლარის ოდენობით

დ. ჟღენტმა წყაროს ასევე განუმარტა, რომ იგი მ/წლის  7 ივლისს ჩამოვიდა შვედეთიდან  საიდანაც პარტიის დაფინანსების მიზნით თავადაც ჩამოიტანა 10 000 დოლარი.

 

p.s. ქართული კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია საარჩევნო კამპანიის დაფინანსება უცხოური  და არადეკლალირებული ფულით  2016 წელს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია “ევროპული საქართველოსა” და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ფინანსური ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ამ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება არ მოყოლია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლით დასრულდა, საარჩევნო სიის 27- მა წევრმა ევროპულ საქართველოში გადაინაცვლა.

წყარო: cnews.ge

Cesko