“შვილი ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ!…ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა“ ” – რა მოხდა მარნეულის სამხედრო ბაზაზე

June 9, 06:24
0
1082

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზაზე ახალწვეული ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

„მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა, მასზე მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.

პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩემი შვილი წამართვეს. ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ. დავიღუეპეთ. ღმერთმა დაწყევლოს. რა დააშავა ჩემმა შვილმა ან რა მოხდა იმ სამხედრო ნაწილში? გამირკვიეთ, გთხოვთ, რა მოუვიდა ჩემს შვილს, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.

Cesko