113 Views
უნგრეთმა და საბერძნეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის ახალი პროექტი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე დაბლოკეს, – ამის შესახებ ბელგიური მედია იუწყება.
მედიის ცნობით, ბუდაპეშტი და ათენი მოითხოვენ ზოგიერთი კომპანიის გამორიცხვას იმ სიიდან, რომელშიც აღნიშნულია, თუ ვინ ეხმარება რუსეთს დასავლური სანქციების დაძლევაში.
სანქციების ახალი პაკეტის განხილვას ევროკავშირის წევრი ქვეყნები 14 ივნისიდან განაახლებენ.