როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

0
277
27 Views

8 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +27 ღამის ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ლაგოდეხშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მსოალოდნელია მცირე ნალექი.

Cesko