ცხედარი 2 დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული და ყოფილი ცოლის ძებნაში თავად მკვლელიც აქტიურად მონაწილეობდა – საზარელი ამბის უცნობი დეტალები

0
1406
34 Views

გლდანში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 27 წლის მოკლული ქალის ძებნაში თავად მკვლელიც აქტიურად მონაწილეობდა.

ყოფილი მეუღლის სასტიკი მკვლელობისთვის  31 წლის ნიკა ლაჩაშვილია დაკავებული.

ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, მოკლული ქალის ცხედარი კი ორი დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული,  შემდეგ კვალის გადამალვის მიზნით გვამი გლდანის ხევში გადააგდო.

27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა თოკით გაგუდა, ცხედარი კი გადააგდო – შემზარავი ფაქტის მსხვერპლი მარიტა მაზიაშვილია. ის 31 წლის ნიკა ლაჩაშვილს 10 წლის წინ დაშორდა. ირკვევა, რომ ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს ბოლოს 2 დღის წინ, შეხვდნენ და კუკიას სასაფლაოს მიმდებარედ საუბრობდნენ. სიტყვიერი შელაპარაკების დროს, ნიკა ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი მისსავე ავტომობილში მოკლა, ცხედარი დამალა და ადგილი ტაქსით დატოვა. მოგვიანებით, მკვლელობის ადგილზე, ნაქირავები მანქანით დაბრუნდა, საბარგულში დამალული გვამი მან თბილისის ზღვის გავლით, გლდანის ციხისკენ წაიღო და ხევში ჩააგდო.

27 წლის ქალს ახლობლები ორი დღე ეძებდნენ. მისი ცხედარი გამვლელმა აღმოაჩინა და პოლიციას აცნობა. დამნაშავე ამ დროს, გლდანში, მის საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა. ამ დროს სახლში იყო, მოკლულის და მკვლელის საერთო შვილი, 10 წლის გოგონა. 31 წლის მამაკაცი პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა

Cesko