ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა მზადაა ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე, ღირსეულად ჩაატაროს

0
252
18 Views

ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის – 21-წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის, ქვეყანა მზადაა ჩემპიონატი ღირსეულად ჩაატაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, განახლებული სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა სრულად არის მზად, რომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე, ღირსეულად ჩავატაროთ. რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან დიდი პატივი, რომ ჩვენ ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ ერთ წელიწადში რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 10 ობიექტს და ხედავთ სრულად განახლებულ ქუთაისის სტადიონს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

Cesko