სტიქია ყვარელში – ადიდებულმა მდინარემ სოფელი გავაზი დატბორა

0
563
24 Views

ადიდებულმა მდინარე ფატმასურმა სოფელი გავაზი დატბორა.

რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც, უხვმა ნალექმა კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფლის ცენტრალურ ქუჩებში მიედინება.

შეფერხებულია სამანქანე გადადგილება. დატბორილია სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მოსახლეობა ამბობს, რომ გასაწმენდია სანიაღვრე არხები, რაც სტიქიის მიზეზი გახდა. ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. დაზარალებულებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ხვდება.

Cesko