გენეტიკური დაავადება, რომელმაც ცეროდენა გოგო ვარსკვლავად აქცია – 17 წლის ასაკში მხოლოდ 10 კილოგრამს იწონის, მაგრამ ძალიან ბედნიერია

0
1520
14 Views

კანადაში ნამდვილი ცეროდენა ცხოვრობს – გოგონა, რომელიც 17 წლის ასაკში 10 კილოგრამს იწონის და ელფივით პაწაწინაა.

კანადელი ნამცეცა – ასე ეძახიან კენდალ ჟურდენ-ბრომლის, რომელსაც ჯანმრთელობის იშვიათი პათოლოგია აღენიშნება. თუმცა ის არ ცხოვრობს როგორც დაავადებული ადამიანი, პირიქით, ძალიანაც სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს.

იქნებ გეცნობათ კიდეც, მას შემდეგ, რაც ირლანდიელი რეჟისორის ელეს სმიტის ფილმი, Lep გამოვიდა, კენდალი უამრავმა ადამიანმა გაიცნო. ყველას სურდა მეტი გაეგო ფილმის მთავარი როლის შემსრულებელზე – ნუთუ მართლაც ისე ზღაპრულად ნამცეცა იყო, როგორიც ეკრანზე ჩანდა. 21-ე საუკუნეში უცნაური კინოგმირით ვის გააკვირვებ, მაგრამ კენდალის შემთხვევაში სპეცეფექტები არ გამოყენებულა. მისი სხეულის ასეთი საოცარი სიმცირე თანდაყოლილი პათოლოგიის – პრიმორდიალური ჯუჯას სინდრომით აიხსნება. ეს დარღვევა ჯერ კიდევ ჩასახვის პერიოდიდან იღებს სათავეს, გენეტიკური დაავადებების რიგს მიეკუთვნება და მისგან განკურნება შეუძლებელია. ამიტომაც კენდალი 17 წლის ასაკში მხოლოდ 10 კილოა და ზღაპრულ არსებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ადამიანს.
mshoblebi

მისი მშობლები ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას მიხვდნენ, რომ ფეხმძიმობა უჩვეულოდ მიმდინარეობდა – 9 თვის თავზეც კი დედას მუცელი არ ეტყობოდა.

ექიმებმა ორსული ყურადღებით გამოიკვლიეს, ყველაფერი ნორმაში ჩანდა, მათ თავადაც გაუკვირდათ, როცა პაციენტი რამდენიმე თვეში სამშობიაროდ გამოცხადდა და საერთოდ არ ჰგავდა ორსულს. მშობიარობამაც ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა.

დიახ, ნამცეცა სწრაფად და ადვილად მოევლინა ქვეყნიერებას, თუმცა ისეთი პატარა იყო, ექიმებმა დაბადებისთანავე ჩაიქნიეს მასზე ხელი. გოგონა ერთი კილოცა არ იყო და სულ რაღაც 27 სანტიმეტრს აღწევდა სიგრძეში. ახალდაბადებული კნუტიც კი უფრო დიდიაო, ამბობდნენ ექიმები, რომლებმაც ახალშობილი მაშინვე სპეციალურ ბოქსირებულ კონტეინერში მოათავსეს და მშობლებს გამოუცხადეს, მისი გადარჩენის იმედი ნუ გექნებათო.
mshoblebi
ვინ ელოდა, რომ ნამცეცა ამხელა ბრძოლისუნარიანობას გამოიჩენდა – დღითიდღე ძლიერდებოდა და ბოლოს კარგადაც გამოყოჩაღდა. თუმცა ზომაში დიდად არ შეცვლილა, ისეთივე ცეროდენა დარჩა. ახლა ის თავის ქალაქის ნამდვილი მშვენება და ჭეშმარიტი ღირსშესანიშნაობაა. ქალაქში „პატარა ანგელოზს“ ეძახიან. სწორედ ეს როლი შეასრულა ფილმში Lep – ფრთოსანი გოგონასი, რომელიც ადამიანებს სასწაულის რწმენას უნერგავს.
mshoblebi

„მასთან ცოტა ხნით ურთიერთობაც საკმარია მიხვდეთ, რომ არაამქვეყნიური არსებაა“ – ამბობს დედამისი.

კენდალი საოცარი პროფესიონალიზმით მიუდგა გადასაღებ მოედანზე დაკისრებულ მისიას. ციცქნა სხეულის მიუხედავად, ენერგიულობასა და შრომისმოყვარეობაში დასის სხვა წევრებს არ ჩამოუვარდებოდა. მალე სკოლას დაამთავრებს და გეგმავს, რომ მომავალი კინემატოგრაფს დაუკავშიროს.
mshoblebi
სხვათა შორის, სკოლაში ნამცეცას არასოდეს შექმნია პრობლემები თავისი განსხვავებულობის გამო. ის სხვა, ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად იღებს განათლებას. დედამისი ამბობს, რომ კლასელები ყოველთვის თბილად ექცეოდნენ და არასოდეს გაურიყავთ. ფილმის გამოსვლის შემდეგ კი ნამცეცა ყველაზე პოპულარული გოგო გახდა სკოლაში. დღეს უკვე ქუჩაშიც ცნობენ და ავტოგრაფებსაც ხშირად არიგებს.
mshoblebi
წყარო: mshoblebi.ge
Cesko