25 Views
გაგვედო ბაირამ დუდუკში – 5 წლით – ლიბერალები დავმარცხდით – წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.
“მაგრამ 5 წელწადს ან გაძლებს ასეთი მორყეული ერდოღანი, ან ვერა, ვნახოთ – ფაქტი ისაა, რომ მეორე ტურმა საკმაოდ შეარყია ერდოს ძალაუფლება და ქილიჩადროღლუ არაა ერთადერთი პოლიტიკოსი ოპოზიციის მხარეს, იქ კიდევ არიან ამბიციური ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ თურქეთის ვესტერნიზაციისთვის- ჩვენ ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები აქა და თურქეთი ვერასოდეს გახდება რეგიონის ვესტერნიზაციის ბაირახტარი, სანამ საქართველო ვართ აქა და სომხეთი, რომელიმე ყოველთვის უფრო წინ ვიქნებით ექსპერიმენტალიზმში – ჩემი აზრით, ოღონდ მეც გეოპოლიტიკურ ოპტიმიზმზე ვარ შემჯდარი”- წერს მშვილდაძე.
მარშალპრესი