„თეთრი სახლის განცხადებები, რომ მხარს არ უჭერენ ჩვენი სამშობლოს შუაგულში უკრაინის თავდასხმებს, გახვრეტილი გროშიც არ ღირს“, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„ვაშინგტონი კიევის დანაშაულების მიმართ გულგრილობის დემონსტრირებას ახდენს მისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტის გამოყოფით. აშშ-ის ხელისუფლება კვლავ ამაყად საუბრობს ფინანსური დახმარებისა და მასალების კიდევ ერთი პარტიის გამოყოფაზე მათი შეშლილი კიეველი მარიონეტებისთვის. და ეს ხდება მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ამერიკის პროტეჟეების მიერ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ.
იმის ნაცვლად, რომ ზელენსკის რეჟიმს პასუხი აგებინოს, ვაშინგტონი დემონსტრაციულად ავლენს გულგრილობას ბანდერელების დანაშაულების მიმართ. თეთრი სახლის საჯარო განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი თითქოს მხარს არ უჭერენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს ჩვენი სამშობლოს შუაგულში განხორციელებულ თავდასხმებს, გახვრეტილი გროშის ფასიც არ აქვს“, – აცხადებს აშშ-ში რუსეთის ელჩი.