რაც უფრო შორსმსროლელ იარაღს მიაწვდით უკრაინას, მით უფრო გადმოვწევთ ხაზს: სერგეი ლავროვი

June 6, 18:38
0
386

აშშ-ს მიერ, უკრაინისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ის გადაცემის გადაწყვეტილებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. როგორც სერგეი ლავროვი განმარტავს,„რაც უფრო შორსმსროლელ იარაღს მიაწვდიან უკრაინას, მით უფრო გადასწევენ რუსები ხაზს, რომლის მიღმაც ნეონაცისტებს რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შექმნა შეეძლებათ“.

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ სიტუაციაზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ვითარდება, კომენტარი უკვე გააკეთა. მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია: რაც უფრო შორსმსროლელ შეიარაღებას გადასცემთ, ჩვენი ტერიტორიიდან მით უფრო შორს გადავწევთ ხაზს, რომლის მიღმიდანაც ნეონაცისტებს რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შექმნა შეეძლებათ“, – თქვა ლავროვმა.

ცნობისათვის, უკრაინას ამერიკული წარმოების M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დიდი ბრიტანეთიც დაეხმარება. ამ სისტემებით უკრაინას რაკეტების სროლა დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსზე შეეძლებათ.

Cesko