ჩეხეთის პარლამენტი ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების საკითხს კვლავ განიხილავს

0
200
18 Views

ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ განიხილავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების საკითხის შესაძლებლობას.

ინიციატივა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ 2018 წლიდან განიხილება და მიღებული არ არის.

სპიკერმა პეკაროვა ადამოვამ დაჟინებით მოითხოვა აღნიშნული საკითხის განხილვა. არ არის გამორიცხული, საკითხი პირველი მოსმენით განიხილონ.

ამავდროულად, „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარის მარეკ ბენდას წინადადებით, დეპუტატებს შეუძლიათ იმსჯელონ ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციურ დაცვაზე.

უცხოური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუკი ჩეხეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება დაკანონდება, ჩეხეთი იქნება პირველი პოსტკომუნისტური ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

Cesko