“ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ასეთი შინაარსის სამძიმრის დაწერა მომიწევდა…“ – გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
7999
20 Views

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ასეთი შინაარსის სამძიმრის დაწერა მომიწევდა. გარდაიცვალა ქართული კულტურის უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენს ქვეყანაზე და მის ხალხზე უზომოდ შეყვარებული იაროსლავა (ლოლა) პეტროვა“, – ამის შესახებ ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

„ცოტა ადამიანია ჩემს ცხოვრებაში ვინც ყველაზე მნიშვნელოვან თუ მძიმე მომენტში მხარი დამიჭირა, მენდო, გვერდში დამიდგა და საქმის კეთების საშუალება მომცა, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ლოლა გახლდათ! ქალბატონი ლოლა რომელმაც ხელოვნების სასახლის გადარჩენის საქმეში თავის დროზე გადამწყვეტი როლი შეასრულა, სწორედ მისი ინიციატივით და ფინანსური თანადგომით მუზეუმში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოვიწყეთ… ლოლა (იაროსლავა) პეტროვა 2011-2013 წლებში იყო აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე საქართველოში, 2013-2014 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი.. იმ წლებში დღენიადაგ ქართულ კულტურასა თუ სიძველეების ბედზე ზრუნავდა და ფიქრობდა… ლოლა 47 წლის ასაკში უკურნებელი სენისაგან გარდაიცვალა, ის ეროვნებით უკრაინელია, მოქალაქეობით ამერიკელი, თუმცა სიცოცხლის ბოლო დღეები საქართველოში გაატარა და ბოლო სურვილის თანახმად აქვე დაიკრძალება… მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა… იმ ქვეყნისა რომელიც ლოლას თავდავიწყებით უყვარდა“, – წერს კალანდია.

Cesko