სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი ყველაფერს გააკეთებს კოსოვოში მშვიდობის შესანარჩუნებლად, მაგრამ არ დაუშვებს თავისი ხალხის მკვლელობას.
„მოვუწოდებ სერბებს კოსოვოსა და მეტოხიაში, ვიცი, როგორ გრძნობენ თავს და როგორ უჭირთ, არ შევიდნენ კონფლიქტში ნატოსთან, არა იმიტომ, რომ მე მეშინია ან ზოგიერთი ჩვენგანს ეშინია, პირადად არცერთ ჩვენგანს არაფერი აქვს დასაკარგი. თუ ალბანელი ოკუპანტი სროლას დაიწყებს, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იქნება და ეს ნატოში ყველას ვუთხარი“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დილიდან გამწვავდა. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა.
ზვეჩანში, სერბმა მომიტინგეებმა ნატოს ჯარისკაცების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
დაძაბული ვითარების ფონზე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა