23 Views
გოგა ხაინდრავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმარი არ არის. გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი აქტუალური მხოლოდ იმიტომ არის, რომ მისი ოჯახი პიარ-კამპანიებში დიდ თანხას ხარჯავს.
„სააკაშვილი პატიმარი არ არის, საავადმყოფოში წევს. ადამიანი წევს ლუქს-პალატაში. არ არის პატიმარი ამ ფორმით. გასაგებია, რომ აქტუალურია, მაგრამ მხოლოდ ფულის ხარჯზე. ვის რაში აინტერესებს სააკაშვილი? მის მხარდამჭერებსაც აღარ ახსოვთ. რომ აღარ იცის, რა ქნას, წერს რომ ჩრდილო კავკასიაზე გავა უკრაინა-საქართველოს საზღვარი, რომ იქნებ რაღაც ყურადღება მიიპყროს“, – განაცხადა ხაინდრავამ.