21 Views
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სეზონური მაშველის ანაზღაურებად პოზიციაზე მიღებას აცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„მიღების კრიტერიუმებია: ასაკი: 18-35 წელი; ცურვის სრულყოფილად ცოდნა; დაინტერესებულმა პირებმა უნდა იქონიონ ჯანმრთელობის ცნობა.
კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, სეზონურ მაშველს შესაძლებლობა ექნება მუშაობა გააგრძელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. დაგვიკავშირდით: 591 80 33 34“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.