უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის მცდელობა არასწორია – რიში სუნაკი

0
233
32 Views

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, კონფლიქტის გაყინვა მიმდინარე ეტაპზე აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

პარლამენტში გამოსვლისას რიში სუნაკმა ლეიბორისტების ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს უპასუხა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა.

მან ბრიტანეთს მოუწოდა მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მოწოდებებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის მშვიდობა, მაგრამ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ომი გაგრძელდება და უფრო და უფრო გაუარესდება“, – განაცხადა კორბინმა.

სუნაკმა მის საპასუხოდ თქვა, რომ ის არ იზიარებს კორბინის განცხადებას.

„რუსეთმა განახორციელა უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა. მან ჩაიდინა საშინელი სამხედრო დანაშაულები და ამაზე სწორი და ერთადერთი პასუხი არის რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინიდან. კონფლიქტის უბრალოდ გაყინვის მცდელობა, არასწორი გადაწყვეტილება იქნება“, – აცხადებს რიში სუნაკი.

Cesko