ეს არის ბინძური ტყუილი და ცილისწამება“ – Georgian Airways-ის მფრი­ნა­ვი მისი სახელით გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

0
540
19 Views

Georgian Airways-ის მფრინავმა, ირაკ­ლი მეზვრიშ­ვილ­ი აცხადევს რომ რუსეთ-საქართველოსთან ფრენების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და რასაც მედია ავრცელებს ტყუილი და ცილისწამებაა. მან ამის შესახებ “ფეისბუქ” პოსტი გამოაქვეყნა.

“მე­გობ­რე­ბო, დღეს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა მთა­ვა­რი არხი • Mtavari Arkhi და Formula • ფორ­მუ­ლა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მოვ­ხა­ტე პო­ზი­ცია.

ხაზ­გას­მით და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ: არ­სად, არც ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან არ მქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ გა­მი­კე­თე­ბია არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი და შე­ფა­სე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ის სი­ყალ­ბე, რომ­ლის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ხა­ტეს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემს მი­მართ!

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც პირ­ველ­წყა­რო­ში უბ­რა­ლოდ არც კი იძებ­ნე­ბა, არის ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლი, ცი­ლის­წა­მე­ბა და ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა, რო­მელ­საც მე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით და ცხოვ­რე­ბის წე­სით მუდ­მი­ვად ვუფრ­თხილ­დე­ბი და ვი­ცავ ჩემი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ის კო­მენ­ტა­რე­ბი, რაც მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ე.წ. ნი­უ­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს, ნუ გა­ავ­რცე­ლე­ბენ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აზი­ა­ნებს ჩემს რო­გორც ადა­მი­ა­ნურ, ისე პრო­ფე­სი­ულ რე­პუ­ტა­ცი­ას და არის ტყუ­ი­ლი და ცი­ლის­წა­მე­ბა.ხოლო თუ ვინ­მეს­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემი პო­ზი­ცია ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­მარ­ტავ, რომ მე ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მფრი­ნა­ვი, მრა­ვა­ლი წე­ლია ერ­თგუ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს საქ­მეს, ჩემს ქვე­ყა­ნას და ჩემი ერ­თა­დერ­თი, ყვე­ლა­ზე დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა არა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, არა­მედ მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ფრე­ნა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა”, – წერს ირაკ­ლი მეზვრიშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, გუ­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, Georgian Airways-ის მფრი­ნა­ვი, ირაკ­ლი მეზვრიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ბედ­ნი­ე­რია, რად­გან ისევ ჯდე­ბა მოს­კო­ვის­კენ მი­მა­ვა­ლი თვითმფრი­ნა­ვის სა­ჭეს­თან.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად მეზვრიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცი­ის “ფე­ის­ბუქ” გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტი წა­შა­ლეს.

Cesko