“მე ვაწესებ {ბოიკოტს} ჩემთვის და მოგიწოდებთ რომ თქვენც გაიზიაროთ”- პრეზიდენტი

May 20, 18:03
0
921

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტს უცხადებს.

„ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მე ვაწესებ {ბოიკოტს} ჩემთვის და მოგიწოდებთ რომ თქვენც გაიზიაროთ, ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი რომ გამდიდრდეს და ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს და გაგრძელდა კოვიდის დროს.

ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. კიდევ ერთი რამ, მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება აირზენას ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

Cesko