კიოტოს უნივერსიტეტისა და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს,
რომ თუ ადამიანი კვირაში რამდენჯერმე მოიწყობს აქტიურ დღეებს და გაივლის დღეში 8000 ნაბიჯს, ეს 15 პროცენტით შეამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს. სამუშაოს შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Network Open.
ავტორებმა გააანალიზეს 2005-2006 წლებში 3100 ზრდასრულის მონაცემები მათი ფიზიკური აქტივობის შესახებ, შემდეგ კი ათი წლის შემდეგ გაეცნენ სიკვდილიანობის სტატისტიკას. ყველა სუბიექტს შორის, 632 მონაწილე არ ასრულებდა 8000 ნაბიჯს კვირაში არც ერთ დღეს, 532 გადიოდა 8000 ნაბიჯს ან მეტს კვირაში ერთი ან ორი დღე, ხოლო 1937 დადიოდა 8000 ნაბიჯს ან მეტს კვირაში სამიდან შვიდი დღის განმავლობაში.
აღმოჩნდა, რომ მათთან, ვინც კვირაში ერთი ან ორი დღე გადიოდა 8000 ნაბიჯს (დაახლოებით 6,4 კილომეტრი), 14,9 პროცენტით ნაკლები იყო სიკვდილის ალბათობა შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე მათ, ვინც ვერ მიაღწია სიარულის ამ ეტაპებს.
ამავდროულად, ადამიანებს, რომლებიც კვირაში სამი-შვიდი დღის განმავლობაში ამ მანძილს გადიოდნენ, ჰქონდათ ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალი რისკი (16,5 პროცენტით). ყველაზე ძლიერი კორელაცია დაფიქსირდა 65 წლის და უფროსი ასაკის მონაწილეებისთვის.
წყარო – gemrielia.ge