30 Views
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ძალაუფლება ნარკოტიკია უნებისყოფო ხალხისთვის.
ძალაუფლება პატარა ადამიანებს თავს დიდებად აგრძნობინებს და თავს აკარგინებს – ვეღარ ცნობენ თავის თავს, თავის შესაძლებლობებს, მასშტაბს.
ძალაუფლების და დოპამინის ურთიერთკავშირზე ბევრი მასალაა და წაიკითხეთ. (მე ბევრი ვიკითხე, მაინტერესებდა, ადამიანები ჩემ გარშემო რამ გამოაყეყეჩა)
როგორც თავდაკარგული ნარკომანი ყიდის ცოლის, დედის, შვილების, მეგობრების ბედნიერებას ლომკაში, იგივე ემართება ადამიანებს რომლებსაც ძალაუფლების ლომკა აქვთ.
ასეთ მდგომარობაში მყოფი ადამიანი ძალაუფლებას თვითმიზნად თვლის და არა საშუალებად – მათთვის არ არსებობს დიდი მიზანი, რის გამოც ძალაუფლება სჭირდება. საკუთარი პაწაწინა თავის განსადიდებლად უნდა – ისე თავი ეპატარავება, ეგო ღრღნის და ჭკუას აკარგინებს.
ერთ დროს სისტემის ღმერთებიც და ჭანჭიკებიც (მნიშვნელობა არ აქვს), ძალაუფლებას როცა ხარბდებიან ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან, გარშემომყოფებს მისი ძალაუფლებისთვის ბრძოლას სთხოვენ (ვისაც სხვა ამოცანა აქვს და ვიღაცის ძალაუფლებისთვის ბრძოლა კიდია, ისინი მტრები ხდებიან).
მათ არ აინტერესებთ ეროვნული მიზანი, მათ უნდათ საკუთარი განდიდების სამსახურში ჩაგაყენონ.
არაადეკვატური ეგოთი მართული
ადამიანები, როცა თავად ტალახში წვებიან, ყველას გათხვრა უნდათ, ამიტომ ადამიანებს თავიანთ სქემებში ითრევენ, სვრიან, დისკრედიტაციას ახდენენ ისე, რომ ამ ადამიანებმა არაფერი იციან.
როცა ფეხი უსრიალდებათ და ფლავდებიან – ეგო ეგლიჯებათ და განზე მდგომების დათხვრას იწყებენ.
კეზერაშვილს ეგო ეგლიჯება.
ახლა ის ყველას და ყველაფრის დათხვრას, ჩაძირვას და დისკრედიტაციას შეეცდება.
ამისთვის გაურიგდება ყველაფრის მკადრებელ თრეშებს, რომ ყველა გათრეშოს.
ყველა თრეშს (რაც არ უნდა ერქვას), რომელიც კეზერაშვილის გარემოცვაშია, ან კეზერაშვილის მინიონების სახლებში პოულობენ, და ადამიანების დისკრედიტაციას განზრახ ახდენენ, კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში სასამართლოში ვუჩივლებ და დავამტკიცებ რომ კეზერაშვილის (მისი მინიონების) დავალებით მოქმედებდა. მათ არა სიმართლის დადგენა, არამედ იმ ხალხის დისკრედიტაცია სურთ, ვინც კეზერაშვილს უპირისპირდებოდა და მართალი აღმოჩნდა
ასეთია კეზერაშვილის ეგო, თვითონ იძირება, მაგრამ სხვებიც უნდა გათხვაროს.
ჩვენი ამოცანაა ამ ტალღასაც (მანამდე იყო გაზპრომთან გარიგება, მიშას ღალატი, ბიძინასთან გარიგება და ა. შ) გავუმკლავდეთ და ყველა თრეში გავანადგუროთ.
აუცილებლად გავანადგურებ
(როგორც ფაქტორს, მაინც დავაზუსტებ)”