20 Views
G7-ის სამიტზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„არ ველოდები იმას, რა ინფორმაციაც გავრცელდა ექსპორტის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. აქცენტები სანქციების განხორციელებაზე და მათ თავიდან აცილებაზე გაკეთდება“, – აღნიშნა სალივანმა.
სალივანმა ასევე დასძინა, რომ G7-ის წევრი ქვეყნები განიხილავენ რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას.