21 Views
ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი, ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი არიან.
არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა, შეჯახების შედეგად ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.
„ოქრო ბიჭი… საოცარი ადამიანი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას!“
„ჩვენი სოფლის საამაყო, კარგი ბიჭი, ჩვენი ვანო“
„ნათელი მათ, გმირები არიან ნამდვილად, ჩვენს სიცოცხლეს ხშირად საკუთარის ნაცვლად იცავენ“- წერენ გარდაცვლილების ახლობლები.