“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ დისკრიმინაციის წინააღმდეგ იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და …” – აშშ-ის საელჩო

0
326
30 Views

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან ადამიანის უფლებები და ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ.

„საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

Cesko