“ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი “შეუდგა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას” – დავით ქართველიშვილი

0
236
23 Views

ჯერ კიდევ გუშინ ორი „დამოუკიდებელი” ქვეყანა, დღეს უკვე საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი “შეუდგა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ზოგჯერ დადებითი შედეგიც აქვს.

„ჩვენი არასამთავრობო სექტორი, გაფუჭებული საათისა არ იყოს, დღეში ორჯერ „სწორ დროს” ასევე გვაჩვენებს. მათი მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა ხანდახან დადებითად ადგება ქვეყანას.

ასე მაგალითად, გიორგი მშვენიერაძემ მიმართა თუ არა ხელისუფლებას ჩამჭრელი კითხვით: „რატომ უშვებთ რუსეთის ავიაკომპანია „აზიმუტს” პირდაპირი ფრენების განსახორციელებლად, როდესაც მის საიტზე აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელი სახელმწიფოების ნუსხაშია შეყვანილი” – ამას მყისიერად მოჰყვა დადებითი შედეგი.

ავიაკომპანია „აზიმუტმა” ეგრევე ამოიღო ჩვენი სეპარატისტები თავისი ნუსხიდან. ჯერ კიდევ გუშინ ორი „დამოუკიდებელი” ქვეყანა, დღეს უკვე საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი „შეუდგა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

და თუ სერიოზულად მივუდგებით ამ „დეტალს“ – იკვეთება საინტერესო ტენდენცია, თუ რა რეალური ფასი აქვს რუსეთში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას”. დღეს ამას ავიაბილეთებში ცვლიან თვალის დახამხამების გარეშე, ხვალ კიდევ რამეში გაცვლიან…” – წერს ქართველიშვილი.

რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

 

 

Cesko