ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს შედეგების ნაადრევი გამოცხადების მცდელობა – ერდოღანი

May 15, 09:18
0
118

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, არჩევნების შედეგების ნაჩქარევი გამოცხადება ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

„ის ფაქტი, რომ 14 მაისის არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სიბრძნის დასტურია. მაშინ, როცა არჩევნები ასეთ პოზიტიურ და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდა, ხმების დათვლა კი მიმდინარეობს, იმის მცდელობები, რომ შედეგები წინასწარ გამოცხადდეს, ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს“, – დაწერა ერდოღანმა Twitter-ზე.

ბოლო ცნობებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Cesko