თემქაზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა

May 13, 11:15
0
222

თემქაზე, III მიკრორაიონის მე-3 კვარტალში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, გაზის აფეთქებას უკავშირდება.

როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ადგილზე სახანძრო, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან Facebook მომხმარებელი ავრცელებს.

Cesko