აშშ სამხრეთ აფრიკას რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს

0
213
28 Views

სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა.

რუბენ ბრიგეტის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსულ სატვირთო გემზე, რომელიც დეკემბერში, კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე ჩადგა, იარაღი და საბრძოლო მასალა დატვირთეს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ გემზე იარაღი დატვირთეს და სიცოცხლეს დავდებ ამ განცხადების სიზუსტეზე. სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღება ფუნდამენტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, კირილ რამაფოსას ოფისმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მისასალმებელია ნაბიჯია.

”ამაში ღრმად შემაშფოთებელი ნაწილი არის სანქცირებული რუსული გემის სამხრეთ აფრიკის საზღვაო პორტში შესვლა”, – განუცხადა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ ხმას აიმაღლებს „ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში რუსეთის უკანონო და სასტიკი ომის მხარდასაჭერად“.

Cesko