რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა, ლუკაშენკოს დამხობა სცადოს

0
239
21 Views

„რუსეთი არ გამორიცხავს, ​​რომ კიევმა ბელარუსში ქვეყნის ხელმძღვანელობის დამხობის მიზნით, დივერსიული ჯგუფები გადაიყვანოს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსი უკრაინის ტერიტორიიდან შესაძლო პროვოკაციებისა და სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზად უნდა იყოს.

„ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გამკაცრდა „ბელორუსის ნაციონალისტური ფორმირებების“ წარმომადგენლების რიტორიკა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან და აქტიურად უჭერენ მხარს კიევის ხელისუფლებას და მათ დასავლელ კურატორებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ სამომავლოდ გეგმავენ გამოიყენონ თავიანთი საბრძოლო გამოცდილება ბელარუსის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის სამხედრო დასამხობად. ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება გამოვრიცხოთ ასეთი დივერსიული ჯგუფების რესპუბლიკაში შესაძლო გადაყვანა. რა თქმა უნდა, ბელარუსის სამართალდამცავმა უწყებებმა და სპეცსამსახურებმა სრულად უნდა გაითვალისწინონ ასეთი რისკები და, საჭიროების შემთხვევაში, მოიგერიონ როგორც „მკვეთრი“ პროვოკაციები, ისე მტრის სრულმასშტაბიანი შეჭრა მათ ტერიტორიაზე“, – განაცხადა გალუზინმა.

Cesko