ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის შემდეგ, 2,5 ტრილიონის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან. ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც

0
403
24 Views

რაც ხდება დღეს უკრაინაში, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის? ქართველი კაცის სისხლი არ არის და უკრაინელის სისხლი სისხლია?, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანის კომენტარის შეფასების დროს განუცხადა.

„ჩვენ ქართველებმა ბევრი სისხლი გავიღეთ, 3 ომი გადავიტანეთ. სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით. ჩვენმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და გაწირეს. ეს არ არის სისხლი? აგვისტოს ომის შემდეგ, 2,5 ტრილიონის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან. ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც. ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო თუ ჩვენ არ გვინდა არსებობა, განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც აშშ-ის ელჩმა განაცხადა, უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა.

Cesko