“ჩემი უდიდესი პატივისცემა ლევან ბერძენიშვილს და ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს…არა სიბნელეს! არა უმეცრებას!”

0
723
59 Views

მასტერის სკანდალურმა კლიპმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და აჟიოტაჟი გამოიწვია.

ხალხი რეპერის ვიდეოს კომენტარებში წერს, რომ ეს იმ პროპაგანდის გაგრძელებაა, რომელიც “ოცნებამ” ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ დაიწყო.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, საერთოდ არ გაუგია მასტერის შესახებ და ამ საკითხში გარკვევვასაც არ აპირებს.

მასტერი არ გამიგია, მე ბეთჰოვენს ვუსმენ ძირითადად. არ მაინტერესებს მასტერას დონე არ ვარ მე, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მასტერა და არ ვაპირებ მაგ საკითხში გარკვევას. ეს არ არის ის საკითხი რაც მე მაღელვებს”. – ამბობს ბევრძენიშვილი.

“რადიო თბილისის” მედია მენეჯერი, რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მასტერის ახალ სიმღერას ეხმიანება:

მოვისმინე “მასტერის”სიმღერა, დღეიდან რადიო თბილისის FM93.5- ის ეთერში აღნიშნული “რეპერის” არცერთი სიმღერა აღარ გავა.
ყველა მომღერალი, ვინც “პოლიტიკურ” სიმღერებს მღერის და მხარს უჭერს შავ-ბნელ ძალებს, დიდი ხანია ჩახსნილია ეთერიდან, ერთ-ერთი ასეთია მაგალითად, “უცნობი”.
ჩემი უდიდესი პატივისცემა ლევან ბერძენიშვილს და ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს ☺️❤️
მე, როგორც მედია მენეჯერი, ვწუხვარ რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მიწევს… თუმცა მეგობრებო, არაა სიბნელეს! არა უმეცრებას! არა ასეთ მომღერალებს და მუსიკას.მადლობა ყურადღებისთვის.

 

Cesko