58 Views
უცხოური მედიის ცნობით, ნოვგოროდის ოლქში ცნობილი რუსი მწერლის და პოლიტიკოსის ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს.
გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად მძღოლი დაიღუპა, ხოლო მწერალმა სხეულის დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პრილეპინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, პრილეპინი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს, რომელიც ტერორისტმა დისტანციურად აამოქმედა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.