“გიჩო და საბა თანასკოლელები იყვნენ, თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. საბას ერთი შვილი დარჩა” – ახლობლებმა აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრეს

0
333
16 Views

გუ­შინ სა­ღა­მოს, ვე­რა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კაფე LA VERA- სთან სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 38 წლის საბა გა­ხო­კი­აა. საბა გა­ხო­კი­ას, რო­მელ­მაც ბიზ­ნეს­მენ გივი (გიჩო) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფე­ხებ­ში დაჭ­რა, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გად გა­ხო­კია ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რი და­კა­ვე­ბუ­ლია, მას გაქ­ცე­ვა არც უც­დია. ის დაჭ­რი­ლი გივი (გი­ჩოს) დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლულ საბა გა­ხო­კი­ას, ის რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნესს ფლობს. კერ­ძოდ მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტვირ­თე­ბის გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნია შპს „ტრანსკო”, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია შპს „ჯიმა ჯგუ­ფი” ( JIMA GROUP) და სამ­შე­ნებ­ლო მან­ქა­ნე­ბის და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის კომ­პა­ნია შპს “ტრანსკო”.

რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი და დაჭ­რი­ლი თა­ნას­კო­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ (53-ე სკო­ლა) და მათ თა­ვი­დან­ვე და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

“მისი პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ვერც მისი მო­ტი­ვის შე­სა­ხებ გე­ტყვით ვე­რა­ფერს. რაც ვიცი, საბა იყო უაღ­რე­სად კე­თი­ლი, თბი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ვინ და რა­ტომ გა­ამ­წა­რა ასე, არ ვიცი, ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან და არ მახ­სოვს, ვინ­მეს­თვის ხელი ზედ­მე­ტად და­ე­კა­რე­ბი­ნა, ან უმი­ზე­ზოდ ეწყე­ნი­ნე­ბი­ნა. მისი ვერ­ცერ­თი მე­გო­ბა­რი ვერ გე­ტყვით, რომ საბა იყო მო­ძა­ლა­დე, მხო­ლოდ სი­კე­თე და პო­ზი­ტი­ვი იღ­ვრე­ბო­და მის­გან. რა მოხ­და, ამას იმე­დია გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს”, – გვე­უბ­ნე­ბა მისი მე­გო­ბა­რი გუჩი თავ­ხე­ლი­ძე. საბა გა­ხო­კი­ას ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბას “ფე­ის­ბუკ­ში” მისი მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან: “ეს დღე­სას­წა­უ­ლი იყო საბა! სა­მა­გა­ლი­თო მე­გო­ბა­რი და სა­მა­გა­ლი­თო ბიჭი! რო­გორ და­გემ­შვი­დო­ბოთ მთე­ლი კლა­სი, ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობთ ! ეს რა დღე გაგ­ვი­თენ­და ჩემო ერ­თგუ­ლო, კე­თი­ლო მე­გო­ბა­რო. წახ­ვე­დი და წა­ი­ღე ჩვე­ნი გუ­ლე­ბი! შეხ­ვედ­რამ­დე მე­გო­ბა­რო, უამ­რა­ვი ბედ­ნი­ე­რი წელი ჩვენ ყვე­ლა ერ­თად! „ჩვე­ნი კე­თი­ლი, თბი­ლი და ტკბი­ლი ბიჭი”. „ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ მე და საბა, სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ”…

წყარო: „ამბები ჯი”

Cesko