22 Views
ჩემპიონ ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში შვილის წარმატებაზე წერს.
„გილოცავ ჩემპიონო. ოცნებები ნამდვილად ხდება, იქ სადაც შენ ხარ. მადლობა უფალს. უფლის იწამე მარად! მიყვარხარ”, – წერს მაკა ლუკავა.
„ნაპოლი” 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ცნობილმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელა.