ომი ვერც ერთ და ვერც ორწელიწადში ვერ დასრულდება, ეს არის უბრალოდ ილუზია

May 5, 12:55
0
188

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და შავ ზღვაზე გამავალი ენერგეტიკული კაბელის მრავალმილიარდიანი პროექტები ამ სახეშეცვლილი რეალობის მხოლოდ ცალკეული ანარეკლია, – ამის შესახებ სოციალირ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

გიორგი ცუცქირიძე სხვადასხვა საკითხთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს ომი, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს გეო პოლიტიკურ დაპტრისპირებას დასავლეთსა და რუსულ იმპერიალიზმს შორის, თავის განგრძლივობით არა ავღანეთის კონფლიქტს, არამედ უფრო მეტად ვიეტნამის ომს წააგავს, და მაშინაც ბევრს ეგონა, რომ იგი მოკლე დროში დასრულდებოდა. არადა თითქმის ათი წელიც კი გაგრძელდა”.

„როგორც იუწყებიან, მსოფლიოში მესამე გადამზიდავმა კომპანიამ ამა წლის 20 აპრილს გაყიდა თავისი ბიზნესი რუსეთში.

ფრანგულმა CMA CGM Group-მა რუსული კონტეინერების ოპერატორ Logoper-ის წილი ნომინალური გადასახადით 1 ევროდ მიჰყიდა. უფრო ადრე საზღვაო კონტეინერების გადაზიდვების ლიდერმა MAERSK–მა გაჰყიდა რუსეთის კომპანიაში თავისი 30% წილი.

და ეს არ არის მხოლოდ ბიზნეს გარიგება, იგი პირდაპირ კავშირშია დიდი შვიდეულის ქვეყნების 18 მაისის შეხვედრასთან, და რომლის ერთ-ერთი წამყვანი თემაც რუსეთთან ვაჭრობის სრულ აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ გარდა სურსათის და მედიკამენტებისა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და იაპონია ექსპორტ-იმპორტს შეაჩერებენ რუსეთთან. ეს ფაქტი არ არის შემთხვევითი და პირდაპირ კავშირშია ერთის მხრივ რუსული ანუ ჩრდილოეთ დერეფნის ეროზიასთან და ამ დერეფნებში ტვირთბრუნვების განულებასთან და მეორეს მხრივ, ევროპის რუსულ ენერგო დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანასთან.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების ეკონომიკა აშშ – $23.3 ტრლნ, იაპონია – $4.9 ტრლნ, გერმანია – $4.3 ტრლნ, გაერთიანებული სამეფო – $3.1 ტრლნ , საფრანგეთი – $3 ტრლნ, იტალია – $2.1 ტრლნ და კანადა – $2 ტრლნ მსოფლიო გლობალური ეკონომიკის 40 % ზე მეტს შეადგენს, ხოლო საპირისპიროდ რუსეთის ეკონომიკის მოცულობა არის სულ რაღაც $ 1.8 ტრლნ, 2023 წელს ისედაც 1 % ზე ნაკლები ზრდის პროგნოზია სსფ და მსოფლიო ბანკის მხრიდან.

უმსხვილესი დასავლური ტრანსნაციონალური გიგანტების მიერ რუსეთის ბაზრიდან გასვლა, და ამ გასვლის დროში გაწელვა ვერ იქნება მოკლევადიანი სტრატეგიის ნაწილი. ყველაფერი მიუთითებს უკრაინული საჭადრაკო გამბიტის გრძელვადიან ხასიათზე. ეს ომი ვერც ერთ და ვერც ორწელიწადში ვერ დასრულდება, ეს არის უბრალოდ ილუზია და თქვენ წარმოიდგინეთ უკრაინის არმიამ ამ ზაფხულს კონტრშეტევის შედეგად ყირიმზე კონტროლიც, რომ დაამყაროს.

ეს ომი რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს გეო პოლიტიკურ დაპტრისპირებას დასავლეთსა და რუსულ იმპერიალიზმს შორის, თავის განგრძლივობით არა ავღანეთის კონფლიქტს, არამედ უფრო მეტად ვიეტნამის ომს წააგავს, და მაშინაც ბევრს ეგონა, რომ იგი მოკლე დროში დასრულდებოდა. არადა თითქმის ათი წელიც კი გაგრძელდა.

მე არ ვიხრები არსებული სცენარის ვიეტნამთან კოპირებისაკენ, თუმცა ამ საბრძოლო მოქმედებათა თეატრში ყველა წამყვან აქტიორს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ეს არ ეხება მხოლოდ აშშ-ს ან ბრიტანეთს, ან თუნდაც კონტინენტური ევროპის ისეთ მოთამაშეებს როგორებიც საფრანგეთი და გერმანიიაა, თავის ინტერესები აქვს ბუნებრივია ჩინეთსაც, ისრაელსაც და პოლონეთსაც, უნგრეთის ჩათვლით და არა მხოლოდ მათ…

სწორედ ამ გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოუდგენლად მოჩანს ან დაზავება ან რომელიმე მხარის დამარცხება მოკლე ვადიან პექრსპექტივაში. ბუნებრივია, კოლექტიური დასავლეთის ინტერსები საბოლოოდ რუსეთის ეკონომიკის და სამხედრო პოტენციალის გამოფიტვაზეა აგებული, რაც ასევე საეჭვოა მოკლე დროში მოხდეს. იმისათვის რომ რუსეთში მომზადდეს პოსტპუტინისტური პერიოდი ამას ჭირდება დრო და ომის დამთავრებაც, ჩემი შეფასებით, სწორედ ამ მოცემულობაზე გადის.

ამასთან, დაპირისპირებული მხარეების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები საბრუნავი კაპიტალის გაზრდას მხოლოდ ახლა იწყებენ და თუ როგორი იქნება მათი ზრდის დინამიკა, ამ ომის თავისებური ინდიკატორიც იქნება. ერთწლიან პერსპექტივაზე არცერთი მსხვილი სამხედრო მრეწველობა ახალ კაპიტალდაბანდებებს არ განახორციელებს.

ჩვენთვის საინტერესო უფრო ის უნდა იყოს, რომ რუსეთის საერთაშორისო გადაზიდვების ალტერნატიულ გზა შუა დერეფანზე, ანუ საქართველოზე გადის. დღეს საქართველოს ფსონი კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე თუნდაც გასულ წელს იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და შავ ზღვაზე გამავალი ენერგეტიკული კაბელის მრავალმილიარდიანი პროექტები ამ სახეშეცვლილი რეალობის მხოლოდ ცალკეული ანარეკლია.

თურქეთის საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც დაგეგმილია 2023 წლის 14 მაისს, ანუ დიდი შვიდეული შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იმის დაშვებას აძლიერებს, რომ ერდოღანი, დიდი ალბათობით, ამ არჩევნებს წააგებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან და მიმდინარე გამოკითხვებიც ამ მოსალოდნელი რეალობის მიმანიშნებელია. თურქეთის ოპოზიცია, მათი ძირითადად წინასაარჩევნო სლოგანებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტ ანგარშს გაუწევს დასვლეთს ვიდრე ერდოგანის პოლიტიკური „სუვერენიზაცია” ითვალისწინებდა. ბუნებრივია, რუსეთთან კავშირებს ერთდროულად არ გაწყვეტენ, მაგრამ ახალი თურქული პოლიტიკა გაცილებით პრაგმატული იქნება.

ჩვენს ვარაუდს ამ ომის გახანგძლივებაზე, სხვა გარემოებებიც ადასტურებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ გეგმავს მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულების გაუქმებას, რაც ნიშნავს ნატოს გემების შავ ზღვაში შემოსვლას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე რუსეთთან და თურქეთთან, თურქეთის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

ბუნებრივია, თუ ერდოღანი ამ არჩევნებში დამარცხდა და გაიმარჯვა იპოზიციურმა კოალიციამ უკვე ამ სცენარისას, დიდი ალბათობით, როგორც ამ თემაზე წინა პოსტშიც ავღნიშნე, მონტრეს კონვენცია გადაიხედება. ბოსფორისა და დარდანელის ე. წ გასაღები კი გადადის აშშ-ს ხელში, და ნატო-ც ფაქტიურად აშშ-ს გეოპოლიტიკური ესპანსიის ერთ- ერთი წამყვანი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდება შავი ზღვის აუზში!

მოვლენათა განვითარების ეს სცენარი მნიშვნელოვანწილად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და მთლიანად რეგიონში, მათ შორის უკრაინის ფრონტზე.

სხვათა შორის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინდელი უეცარი ვიზიტი და ამ ვიზიტის თემატიკის ფაქტიურად დახურვა ისედაც ბევრ რამეზე მიუთითებს!

საქართველოს როგორც შავი ზღვის აუზის ნაწილის და შუა დერეფნის კარიბჭის დატვირთვა არა თუ უბრალოდ ციფრებში გაიზრდება, არამედ გადავა ახალ გეო პოლიტიკურ განედზე, რა დროსაც ჩვენ გვექნება ისტორიული შანსი, გასული საუკუნის 20-იანი წლებისგან განსხვავებით, არა თუ ერთხელ და სამუდამოდ გავიდეთ ამ ბოლო ჭაობის რაშისტული სივრციდან, არამედ უახლოს წლებში გავხდეთ ერთ-ერთი წარმატებული ევროპული ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული დოვლათით და ცხოვრების დონითაც!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

Cesko